სირიამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა
სირიამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სირიის სახელმწიფო მედიაზე და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის ხელისუფლებამ თებერვალში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა თებერვალში, უკრაინაში ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.
სირიას 2018 წლიდან აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.