„სიონს” ვარლამ კილასონია გაწრთვნის
„სიონს” ვარლამ კილასონია გაწრთვნის

ბოლნისის „სიონს“, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა დატოვა, ვარლამ კილასონია გაწვრთნის. ამ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ვარლამ კილასონიას გამოცდილი არმაზ ჯელაძე დაეხმარება. მთავარმა მწვრთნელმა პირველი ვარჯიში გამართა. კილასონიასთვის „სიონი“ უცხო გუნდი არ არის, რადგან ის აქ 2015-2016 წლებში მუშაობდა“ – წერია ბოლნისური გუნდის ვებ-გვერდზე.

„სიონი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ხუთი ტურის შემდეგ ხუთი ქულით მეექვსე პოზიციაზეა. მეექვსე ტურის შეხვედრას ბოლნისელები 3 აგვისტოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ გამართავენ. ამ ტურიდან გულშემატკივარს საშუალება ექნება ტრიბუნიდან უგულშემატკივროს გუნდს.