კილასონიამ „მერანი“ ჩაიბარა - მარტვილელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს #1TVSPORT
კილასონიამ „მერანი“ ჩაიბარა - მარტვილელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ ამხანაგურ მატჩში ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ფოთელები ირაკლი შონიას (4) და გიგა ამბროლაძის (53) გოლებით დაწინაურდნენ, „მერანიდან“ კი თავი ზვიად სიხარულიამ (80) გამოიჩინა.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც „მერანი“ მოედანზე ახალმა მწვრთნელმა გაიყვანა – მარტვილის გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, ვარლამ კილასონია გაწვრთნის.

ვარლამ კილასონიას უთამაშია რუსთავის „გორდასა“ და პეტერბურგის „დინამოში“, იყო საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი.

სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, სხვადასხვა დროს, კილასონია ავარჯიშებდა რუსთავის „მეტალურგს“, „გაგრას“ და „რუსთავს“, ბოლოს კი ბოლნისის „სიონში“ მუშაობდა.