„რუსთავს“ ისევ კილასონია გაწვრთნის #1TVSPORT
„რუსთავს“ ისევ კილასონია გაწვრთნის #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ვარლამ კილასონია გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსთავმა“, რომელიც ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდა, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება 10 თებერვლიდან დაიწყო. კილასონია რუსთაველია და კარიერა „მეტალურგში“ დაიწყო, კარიერის შემდეგ ამ გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ბოლოს მარტვილის „მერანს“ ავარჯიშებდა.

გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია. „რუსთავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თითქმის ყველა გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა – რევაზ თევდორაძემ, ავთო კაპანაძემ, გიორგი სამადაშვილმა, გიგა სამხარაძემ, გულვერდ თომაშვილმა, საბა ნადირაძემ, დათო საჯაიამ, გაგა გაზდელიანმა, მიხეილ ავალიანმა, ჯუმბერ ხმელიძემ, პაატა კიტეიშვილმა, ავთანდილ გუჯაბიძემ, ნოდარ თუთაშვილმა, თეიმურაზ ალექსიძემ, ბექა ქეცბაიამ, ზაურ სიჭინავამ, დავით თოდუამ, ბექა ალადაშვილმა და დიმა შარიქაძემ.

ამავე დროს, „რუსთავი“ სამ ლეგიონერსაც დაემშვიდობა – 21 წლის ბრაზილიელმა მცველმა ფელიპე სიდეკუმიმ, 28 წლის გამბიელმა ნახევარმცველმა კება მარონგიმ და 29 წლის სამხრეთ აფრიკელმა თავდამსხმელმა ბანტუ მზვაკალმა.

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახაწვეულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. მაგრამ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის ბევრი ახალგაზრდა ემზადება და ბევრი მოთამაშეც გასინჯვაზეა.