ვარლამ კილასონიამ მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
ვარლამ კილასონიამ მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

ვარლამ კილასონია მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების შემდეგ ვარლამ კილასონიამ მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მადლობას ვუხდით ვარლამს ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „მერანის“ განცხადებაში.

54 წლის სპეციალისტმა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი 2022 წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „მერანმა“” პირველი მატჩი საქართველოს თასზე 7 აგვისტოს გამართა. გუნდის ამოცანა ეროვნული ლიგა 2-ში გამარჯვება ან მეორე-მესამე ადგილის დაკავება იყო, რაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურების პერსპექტივას ქმნიდა. თუმცა, კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლა მომავლ სეზონში მოუწევს.

ვარლამ კილასონია რუსთაველია. მან კარიერის უდიდესი ნაწილი რუსთავის „გორდაში“ გაატარა და სამწვრთნელო კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. იყო საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი, რუსთავის გუნდისა და ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი.