ვარლამ კილასონია - „ეროვნული ლიგა 2“-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი #1TVSPORT
ვარლამ კილასონია - „ეროვნული ლიგა 2“-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი #1TVSPORT

მარტვილის „მერანთან“ გამართული მატჩის წინ, „ეროვნული ლიგა 2“-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ბოლნისის „სიონის“ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას გადაეცა.

„ეროვნულ ლიგა 2“-ში, 53 წლის გამოცდილი ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილები 15 ტურის შემდეგ, 34 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორე პოზიციაზე მყოფ „გაგრას“ ქულით უსწრებენ.

ვარლამ კილასონია სხვადასხვა დროს რუსთავის „მეტალურგს“, „გაგრას“ და „რუსთავს“ წვრთნიდა. მუშაობდა ბოლნისის „სიონშიც“ – მას პირველი სამწვრთნელო პერიოდი 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა.

ეს ვარლამ კილასონიას პირველი ჯილდო არაა. ის „ეროვნული ლიგა 2“-ის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელებულა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს, „რუსთავმა” ლიგა 2-ის სეზონი მოიგო და გუნდი „ეროვნულ ლიგაში“ დაწინაურდა.