კილასონიამ „სიონი“ დატოვა - გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო #1TVSPORT
კილასონიამ „სიონი“ დატოვა - გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო #1TVSPORT

ბოლნისის „სიონს“ ვარლამ კილასონია აღარ გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო. სპეციალისტთან შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ვარლამს წარმატებას ვუსურვებთ მომავალ სამწვრთნელო კარიერაში“ – წერია „სიონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სიონი“ მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგა 2-ში ხვალ, 24 ივნისს „სპაერის“ სტადიონზე გამართავს. მე-18 ტურში ბოლნისელებს თბილისის „მერანი“ დაუპირისპირდება. ხვალინდელ შეხვედრაში, „სიონის“ გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი არმაზ ჯელაძე გაიყვანს.

„რაც შეეხება, ახალ მთავარ მწვრთნელს, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალური მატჩში, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე „სიონმა“ უშუალო კონკურენტს, „გაგრას“ უმასპინძლა, 0:1 დამარცხდა და პირველი წრის შემდეგ მეტოქეს პირველად ჩამორჩა – „გაგრას“ 39 ქულა აქვს, ხოლო „სიონს“ – 37.

დატოვე კომენტარი