კილასონიამ „რუსთავში“ კილასონია დააბრუნა #1TVSPORT
კილასონიამ „რუსთავში“ კილასონია დააბრუნა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – გუნდი ლიგა 3-ის ნაცვლად, ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს, სადაც ქობულეთის „შუქურას“ ადგილი დაიკავა.

ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, „რუსთავი“ „ფოლადის“ სათადარიგო მოედანზე განახლებული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს გიორგი ბალარჯიშვილმა, საბა კვეტენაძემ, დავით მიშველიძემ, იუტა ნაკანომ, არჩილ კობერიძემ, ლუკა წითელაურმა, შალვა პატაშურმა და ბექა კვინიკაძემ.

საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელი ვარლამ კილასონია შეუერთდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. 31 წლის გამოცდილი მცველი რუსთაველია, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სხვა გუნდებში გამოდიოდა, გასულ სეზონში კი „სამტრედიის“ ღირსებას იცავდა. ახალწვეულია მათე ქომეთიანიც – 22 წლის თავმდამსხმელი, რომელიც თბილისის „ირაოში“ თამაშობდა და გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რუსთავმა“ პირველი ამხანაგური მატჩი თბილისის „მერანთან“ სტუმრად გამართა და 3:1 გაიმარჯვა. გოლები ქომეთიანმა, მანჯგალაძემ და გავაშელმა გაიტანეს.