„სიონს“ შვიდი ახალწვეული ჰყავს - ბოლნისელები თურქეთში მოემზადებიან
„სიონს“ შვიდი ახალწვეული ჰყავს - ბოლნისელები თურქეთში მოემზადებიან

ბოლნისის „სიონმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. თემურ შალამბერიძის გუნდმა 2019 წელს პირველი ვარჯიში მუხიანის სარაგბო ბაზაზე გამართა.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ „სიონმა“ შვიდი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

2019 წელს „სიონის“ ფორმით ითამაშებენ მეკარე ლევან ისიანი, მცველები არჩილ ტვილდიანი, ნიკა აფაქიძე და ანზორ სუხიაშვილი, ნახევარმცველები დავით რაჟამაშვილი და თორნიკე თარხნიშვილი, ასევე თავდამსხმელი – თამაზ მაქაცარია.

ბოლნისელები თბილისში იანვრის ბოლომდე ივარჯიშებენ, შემდეგ კი თურქეთის ქალაქ ანთალიაში მოემზადებიან და საკონტროლო შეხვედრებსაც გამართავენ.