„სიონმა“ აუტსაიდერთა დაპირისპირება მოიგო
„სიონმა“ აუტსაიდერთა დაპირისპირება მოიგო
ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებდნენ: კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურში მეცხერადგილოსანმა „სიონმა“ მერვეადგილოსანი „რუსთავი“ მიიღო.
 
თავისი მნიშვნელობით ეს ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო და ის ძალიან დაძაბული გამოდგა. ბოლნისელები პირველ ტაიმში ბექა გვარაძის დუბლით დაწინაურდნენ: მან 24-ე წუთზე სტუმართა მეკარე გიორგი მამარდაშვილს საჯარიმოსთან ბურთი აართვა და ცარიელ კარში გაიტანა. გვარაძემ 37-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ დავით თარგამაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ აიღო.
43-ე წუთზე რუსთაველებმა სხვაობა პენალტით შეამცირეს: მეკარესთან პირისპირ ლუკა იმნაძე გადიოდა, რომელიც მეკარე ოთო გოშაძემ უხეშად მოცელა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ბექა ქავთარაძემ აქცია (45+4 წუთი). ამ ეპიზოდში, იმნაძე კი მძიმედ დაზიანდა და ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, საბედნიეროდ, საშიში არაფერი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში ბოლნისელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ „რუსთავის“ კარში დანიშნული პენალტი რატი ცაცკრიალაშვილმა (90+2 წუთზე) ვერ გამოიყენა, „სიონმა“ კი 2:1 მოიგო.
ამ გამარჯვებით, „სიონმა“ 38 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ (37 ქულა) გადაასწრო და ადგილი გაუცვა – ახლა მერვე ადგილზე ბოლნისელები არიან, ხოლო რუსთაველები – მეცხრეზე, აუტსაიდერთა ზონაში კი ვითარება ძალიან დაიძაბა. ტურის სამი დარჩენილი შეხვედრა დღეს და ხვალ გაიმართება.
შაბათი, 2 ნოემბერი
ვიტ ჯორჯია – ლოკომოტივი
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
კვირა, 3 ნოემბერი
დილა – საბურთალო
16:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი (1 არხი)
დინამო თბ – ტორპედო
19:00. დინამო არენა – თბილისი