კრისტალბეთლიგაში 32-ე ტური დასრულდა - დაძაბული ფინიშის მოლოდინში (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დასრულდა. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ (34 ქულა) ქუთაისის „ტორპედოს“ (40 ქულა) უმასპინძლა. ანგარიში მესამე წუთზე პენალტით ბექა ქავთარაძემ გახსნა. ქუთაისელებს მეორე ტაიმში მშვენიერი შანსი ჰქონდათ – 56-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევი პაატა კიტეიშვილი მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს. თუმცა, „ტორპედომ“ ამით ვერ ისარგებლა, გიორგი ლაცაბიძემ (83) კი მატჩის მიწურულს სტუმართა კარი მეორედ აიღო და „რუსთავმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდა, სადაც მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივი“ (43 ქულა) გორის „დილას“ (38 ქულა) შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი გორელთა კარში 49-ე წუთზე თემურ შონიამ გაიტანა – 1:0 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.

32-ე ტურის შემდეგ ვითარება დაიძაბა როგორც ლიდერთა ჯგუფში, ასევე აუტსაიდერებში. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე არც ჩემპიონია ცნობილია და არც პლეი აუტის მონაწილეები. ჩემპიონობის შანსს ერთდროუალდ ინარჩუნებენ ბათუმის „დინამო“, თბილისის „დინამო“ და „საბურთალო“

ამავე დროს, თეორიულად მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივიც“ (46 ქულა) შეიძლება გადათამაშებაში მოხვდეს და მეცხრეადგილოსან „სიონს“ (35 ქულა) აქვს მისი ადგილის დაკავების შანსი.

ამ ტურში მხოლოდ ერთი რამ გაირკვა – კრისტალბეთლიგას „ვიტ ჯორჯია“ დატოვებს, რომელმაც „სიონთან“ ჩამორჩენის აღმოფხვრის თეორიული შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვა.