ბათუმის „დინამომ“ ვერ მოიგო, მაგრამ ზღვისპირელები მაინც გალიდერდნენ
ბათუმის „დინამომ“ ვერ მოიგო, მაგრამ ზღვისპირელები მაინც გალიდერდნენ

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ ვერ დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში ვითარება დაიძაბა – როგორც ლიდერებში, ასევე აუტსაიდერებში.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური დასრულდა. გორის „დილამ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ კი თბილისის „დინამოს“ წაგებით შეეძლო ესარგებლა.

ეს დაძაბული შეხვედრა 0:0 დასრულდა.  ამ შედეგით ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ ქულით მაინც გაასწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა..

31 ტურის შეხვედრები ასე დასრულდა:

ტორპედო – საბურთალო 0:2

დინამო თბ – ლოკომოტივი 0:1

ჩიხურა – რუსთავი 3:2

ვიტ ჯორჯია – სიონი 0:0

დილა – დინამო ბთ 0:0

სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება

1. დინამო ბთ 63

2. დინამო თბ 62

3. საბურთალო 60

4. ლოკომოტივი 43

5. ტორპედო 40

6. დილა 38

7. ჩიხურა 38

8. რუსთავი 34

9. სიონი 32

10. ვიტ ჯორჯია 19

შემდეგი, 32-ე ტურის შეხვედრები 27-28 ოქტომბერს გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.