„ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელი - რეალურად, ახლა გუნდს მომდევნო სეზონისთვის ვამზადებთ
„ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელი - რეალურად, ახლა გუნდს მომდევნო სეზონისთვის ვამზადებთ
„პირდაპირ გეტყვით – რეალურად, ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის ვემზადებით“ – ეს კრისტალბეთლიგის 31-ე ტურში ბოლნისის „სიონთან“ ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ „ვიტ ჯორჯიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვოვა ხაჩიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
 
გამოცდილმა სპეციალისტმა, ფაქტობრივად, ამით აღიარა, რომ გუნდის ლიგაში დარჩენა არარეალურია. წაგების შემთხვევაში, ქვეყნის ორგზის ჩემპიონი „ვიტ ჯორჯია“ ეროვნულ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობებოდა. მართალია, ასე არ მოხდა. თუმცა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შემდეგ „ვიტ ჯორჯიამ“ ლიგაში დასარჩენად დარჩენილი ხუთი შეხვედრა უნდა მოიგოს, ეს კი არარეალურია.
„ახლა ქულებს არ ვითვლით და გუნდს მომდევნო სეზონისთვის ვამზადებთ. თუ შემადგენლობის ბირთვი შევინარჩუნეთ, მომავალ სეზონში ჩვენ ეროვნულ ლიგაში გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიქნებით“ – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან „ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელი.
დატოვე კომენტარი