ფინიში ახლოვდება - ტურის ცენტრალური შეხვედრა საქართველოს მეორე არხზე
ფინიში ახლოვდება - ტურის ცენტრალური შეხვედრა საქართველოს მეორე არხზე
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონი დასასრულს უახლოვდება. 32-ე ტურის შეხვერები დღეს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
 
პირველ სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიამრთება: ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ და აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდებიან. ანგისაში დაგეგმილ შეხვედრაში სტუმრები თუ დამარცხდნენ, კრისტალბეთლიგიდან ავტომატურად ლიგა2-ში დაქვეითდებიან. თუმცა, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ვიტ ჯორჯიას“ ქულაც არ ჰქოფნის. რაც შეეხებათ ბათუმელებს, ჩემპიონატის მოსაგებად მათ მხოლოდ მოგება აწყობთ და სხვა მიზანი არც გააჩნიათ.
შაბათს, 26 ოქტომბერს, ბოლნისის სტადიონ „თამაზ სტეფანიაზე“ „სიონი“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს და პლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას შეეცდება. საჩხერელებს კი (38 ქულა) შეუძლიათ, ქუთაისის „ტორპედოსაც“ (40 ქულა) გადაასწრონ და მეხუთე ადგილზე დაწინაურდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავი“ (34 ქულა) „ტორპედოს“ (40 ქულა) მიიღებს და აქვს შანსი, რომ 38-38 ქულის მქონე „ჩიხურასთან“ და გორის „დილასთან“ სხვაობა შეამციროს და სეზონი ისე დაასრულოს, პლეი აუტი თავიდან აიცილოს.
32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი ბათუმის „დინამოს“ (63 ქულა) ერთ-ერთი (ან ორივე) კონკურენტი აუცილებლად შეფერხდება. თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დაგეგმილ მატჩში, მესამეადგილოსანი „საბურთალო“ (60 ქულა) თბილისის „დინამოს“ (62 ქულა) უმაპინძლებს. ფრის შემთხვევაში, თბილისური გუნდები ლიდერს კიდევ უფრო ჩამორჩებიან. „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.
ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდება, სადაც მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივი“ (43 ქულა) გორის „დილას“ (38 ქულა) შეხვდება. თბილისელთა მოტივაცია პოზიციის გამყარება და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა, ხოლო გორელებს შეუძლით აუტსაიდერთა ზონას საბოლოოდ დაშორდნენ და ოთხეულში მოხვედრის საკმაოდ რეალური შანიც გააჩნიათ.
პარასკევი, 25 ოქტომბერი
დინამო ბთ – ვიტ ჯორჯია
19:00. ანგისა – ბათუმი
შაბათი, 26 ოქტომბერი
სიონი – ჩიხურა
15:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
კვირა, 27 ოქტომბერი
რუსთავი – ტორპედო
14:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – დინამო თბ
15:00. მიხეილ მესხი – თბილისი (მეორე არხი)
ლოკომოტივი – დილა
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი