„სიონის“ მთავარი მწვრთნელი - მიმაჩნია, რომ „ვიტ ჯორჯიასთან“ არ გაგვიმართლა
„სიონის“ მთავარი მწვრთნელი - მიმაჩნია, რომ „ვიტ ჯორჯიასთან“ არ გაგვიმართლა
თემურ შალამბერიძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“ ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრით უკმაყოფილი დარჩა – ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ მის გუნდს უბრალოდ, არ გაუმართლა.
 
„ჩვენ მოგება გჭირდებოდა, პლეიაუტის ზონიდან თავი რომ დაგვეღწია. ვიცით, რომ „ვიტ ჯორჯია“ ახალგაზრდა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია, იბრძოლებდნენ და ასეც იყო. მაგრამ ამდენი მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება – შანსების რეალიზება იყო საჭირო. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში უბრალოდ არ გაგვიმართლა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „სიონის“ მთავარი მწვრთნელი.
ამ შედეგით მიზანს ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია: „ვიტ ჯორჯიამ“ დანარჩენ ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევის ერთ-ერთი ბოლო შანსიც ვერ გამოიყენა, „სიონმა“ კი ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ რუსთავს „დაწეოდა“ და ისევ პლეიაუტის (გადათამაშების) ზონაში იმყოფება.