საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა, პლეი აუტის მონაწილეები და ევროსაგზურის ყველა მფლობელი ცნობილია
საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა, პლეი აუტის მონაწილეები და ევროსაგზურის ყველა მფლობელი ცნობილია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც ბევრი რამ გაირკვა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა – ლიდერების რისხვად ქცეული „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და დამარცხდა. ანგარიში თბილისელებმა 27-ე წუთზე გახსნეს: დინამოელი ოლეკსანდრ კაპლიენკოს თავური დარტყმის შემდეგ ბურთი „დილას“ კაპიტანს, ლუკა რაზმაძეს მოხვდა და მასპინძელთა კარში შევარდა – 0:1.

42-ე წუთზე გორელთა მეკარე შეცდა – მისი გადაცემა ნოდარ ქავთარაძემ ჩაჭრა და თბილისელთა უპირატესობა ლამაზი გოლით გაზარდა – 0:2. 90+3 წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა თბილისელთა კარი ეფექტური დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2 თბილისის „დინამოს“ სასარგებლოდ. თბილისელებს ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში მოგება სჭირდებათ.

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდაში „საბურთალოსთან“ დამარცხდა. მე-17 წუთზე მოქმედი ჩემპიონი თორნიკე გორგიაშილმა დააწინაურა. 67-ე წუთზე წონასწორობა საჩხერელთა თავდამსხმელმა თორნიკე მუმლაძემ აღადგინა, მაგრამ ხუთ წუთში იური ტაბატაძემ სტუმრები ისევ დააწინაურა 1:2, ხოლო 90+1-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ სადებიუტო შეხვედრაში საჩხერელთა კარი აიღო და 1:3 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

ლიგიდან გავარდნილმა „ვიტ ჯორჯიამ“ „მიხეილ მესხზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, რომელსაც ლიგიდან გავარდნის საფრთხისა და პლეი ოფში მონაწილეობის თავიდან ასარიდებლად, მოგება სჭირდებოდა. სტუმრებმა მიზანს მიაღწიეს. 64-ე წუთზე ანგარიში ზაზა ციცქიშვილმა გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ თორნიკე კაპანაძემ აიღო -„ტორპედომ“ 0:2 მოიგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ერთ-ერთი გამორჩეული მნიშვნელობის მატჩი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ გაიმართა – გასავარდნთა ზონიდან თავის დასაღწევად „სიონს“ მოგება სჭირდებოდა „ლოკომოტივთან“, რომელსაც თავის მხრივ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოდა. სტუმრებმა თამაში ჩინებულად დაიწყეს – მე-20 წუთზე დავით უბილავამ „ლოკომოტივი“ დაააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე თბილისელთა უპირატესობა ირაკლი სიხარულიძემ გაზარდა. ბოლნისელებმა 62-ე წუთზე სხვაობა მინიმალურამდე ბექა გვარაძის გოლით შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს – „ლოკომოტივმა“ 1:2 გაიმარჯვა და ევროსაგზურის მფლობელი გახდა. „სიონი“ კი პლეი-აუტში ითამაშებს.

ბათუმის „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და ჯოვინო ფლამარიონისა (39) და მალხაზ გაგოშიძის (49) გოლებით 2:1 დაამარცხა მეტოქე. სტუმართაგან კი ერთადერთი გოლის ავტორია ლუკა სილაგაძე (45). ბათუმელები ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო რუსთაველებმა პლეი-აუტში თამაში გაინაღდეს.

ეროვნული ლიგის 36-ე ტურში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

დინამო თბ – ვიტ ჯორჯია
ლოკომოტივი – დინამო ბთ
რუსთავი – დილა
საბურთალო – სიონი
ტორპედო – ჩიხურა

სატურნირო  მდგომარეობა 35-ე ტურის შემდეგ:

1. დინამო 72

2. დინამო ბთ 70

3. საბურთალო 67

4. ლოკომოტივი 52

5. ტორპედო 44

6. ჩიხურა 44

7. დილა 42

8. სიონი 38

9. რუსთავი 37

10. ვიტ ჯორჯია 20