თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სიონის ტაძართან ღილაკიანი, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი მოთხოვნითი შუქნიშანი ამოქმედდა. შუქნიშანი სიონის ტაძრისა და მტკვრის გასწვრივ ტროტუარებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ფეხით მოსიარულეებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანების შეჩერება ყოველ 1,5 წუთში მოითხოვონ.