ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სიონის ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ განაცხადა.
სამების ტაძარში გუშინ პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მეუფე დანიელმა მიმართა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.