სიონის ტაძარში წირვას დღეს პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს

07:52, 04.12.2017

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სიონის ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ განაცხადა.

სამების ტაძარში გუშინ პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მეუფე დანიელმა მიმართა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

მსგავსი