„სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ვაქცინის გამოყენება 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, ხოლო მეორე დოზით აცრა 2-4 კვირის შემდეგ.
საქართველომ „სინოვაკის“ 100 00 დოზა 29 აპრილს მიიღო, ხოლო ქვეყანაში „სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.
„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.