სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).