გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს.
„19 თებერვალს დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.
20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.
21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.