სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ამასთან, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.