სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო ცალკეულ რეგიონებში დღის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.