სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში წვიმა შენარჩუნდება
6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.