სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა, სანაპირო რაიონებში 3-4-ბალიანი შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).