სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-27 იანვრის პერიოდში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვრის პერიოდში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.