სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.