სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი - ზოგან თოვლი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი - ზოგან თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი – ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.