სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ნალექმა შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ნალექმა შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან – თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.