სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისის დილამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).