გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.