სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ვარაუდობენ წვიმას ელჭექით

07:31, 28.09.2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„​მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი