სინოპტიკოსები 29-30 აპრილს ნალექიან ამინდს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.