სინგაპურში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებზე მისულ მოსახლეობას პირბადეები და ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანები უკეთიათ, დაცულია სოციალური დისტანცირების წესიც.
ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, სინგაპურში წინასაარჩევნო კამპანია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები სინგაპურის მმართველ პარტიას უპასუხისმგებლო ქცევაში სდებენ ბრალს. თუმცა, „სახალხო მოქმედების პარტიაში“ აცხადებენ, რომ ყველა ამომრჩევლის უსაფრთხოება დაცულია.