სინგაპურში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს
სინგაპურში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

სინგაპურში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებზე მისულ მოსახლეობას პირბადეები და ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანები უკეთიათ, დაცულია სოციალური დისტანცირების წესიც.

ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, სინგაპურში წინასაარჩევნო კამპანია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები სინგაპურის მმართველ პარტიას უპასუხისმგებლო ქცევაში სდებენ ბრალს. თუმცა, „სახალხო მოქმედების პარტიაში“ აცხადებენ, რომ ყველა ამომრჩევლის უსაფრთხოება დაცულია.