სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენას - „ვარშავის აჯანყება 1944“​ უმასპინძლებს
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენას - „ვარშავის აჯანყება 1944“​ უმასპინძლებს

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი გამოფენას სახელწოდებით „ვარშავის აჯანყება 1944“​ უმასპინძლებს. ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. გამოფენა მოგვითხრობს 1944 წლის ვარშავის აჯანყების 63 დღის შესახებ და წარმოდგენილი ილუსტრაციები ასახავს ვარშავისა და პოლონეთის ისტორიას.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ვარშავის აჯანყების მუზეუმის კოლექციებიდან. ასევე, სპეციალურად საქართველოსთვის მომზადებული ექსპოზიცია ასახავს ქართველი ოფიცრების მონაწილეობასა და მათ წვლილს მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში.

თავდაპირველად, გამოფენა ვარშავის აჯანყების მუზეუმმა, ვარშავის აჯანყების 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. მას შემდეგ, ღონისძიებას პოლონეთის დიპლომატიურმა მისიებმა და სხვადასხვა მუზეუმებმა უმასპინძლეს – ბრატისლავაში, სტოკჰოლმში, ბუდაპეშტში, დუბლინში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტაიშხუანგსა (ჩინეთი) და ვენაში. არსებობს საგამოფენო პროექტის ინგლისური, შვედური, გერმანული, პოლონური, სლოვაკური, ჩინური და ახლა უკვე ქართული ვერსია.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, თბილისში პოლონური ინსტიტუტისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.