სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენას - „ვარშავის აჯანყება 1944“​ მასპინძლობს [ფოტო]
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენას - „ვარშავის აჯანყება 1944“​ მასპინძლობს [ფოტო]

„ვარშავის აჯანყება 1944“ დღეიდან გამოფენას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს. გამოფენის გახსნას ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვარშავის აჯანყების მუზეუმის დირექტორი პაველ უკიელსკი ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე გრაფიკული ილუსტრაციები ასახავს ვარშავის ისტორიას სინამდვილით და ლეგიტიმურობით. მნიშვნელოვან ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი ვიზიტორებს პოლონეთის ისტორიას აცნობს. სპეციალურად საქართველოსთვის მომზადებული ექსპოზიცია ასახავს ქართველი ოფიცრების მონაწილეობასა და მათ წვლილს მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში.

გამოფენა თავდაპირველად ვარშავის აჯანყების მუზეუმმა ვარშავის აჯანყების 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. მას შემდეგ გამოფენას პოლონეთის დიპლომატიურმა მისიებმა და სხვადასხვა მუზეუმებმა უმასპინძლეს ბრატისლავაში, სტოკჰოლმში, ბუდაპეშტში, დუბლინში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტაიშხუანგში (ჩინეთი) და ვენაში. არსებობს საგამოფენო პროექტის ინგლისური, შვედური, გერმანული, პოლონური, სლოვაკური, ჩინური და ახლა უკვე ქართული ვერსია.