სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, 1985 წელი - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ ასრულებს ცეკვა „კინტოურს“. ანსამბლის სოლისტია ფრიდონ სულაბერიძე. ჩანაწერი მომზადებულია 1985 წელს.
საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.
ტელემუზეუმი