სილვიუ დომენტე - ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს კორონავირუსის იმპორტი საქართველოში, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის
სილვიუ დომენტე - ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს კორონავირუსის იმპორტი საქართველოში, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის

ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს კორონავირუსის იმპორტი საქართველოში და მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

როგორც სილვიუ დომენტემ განაცხადა, საქართველო ევროპის ნაწილია, ევროპაში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და ქვეყანა მზად უნდა იყოს ამისთვის.

„ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს ვირუსის იმპორტი და მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, ჰქონდეთ აღჭურვილი ლაბორატორიები ტესტების ჩასატარებლად, მოახდინონ ინფიცირებული პირების იზოლირება და გამოიკვლიონ მათი კონტაქტი სხვა პირებთან, მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ახალი ვირუსია, 7 იანვარს აღმოაჩინეს, ამიტომ ამის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ არსებობს და არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა. თუმცა, ვაქცინის შესამუშავებლად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.