სილვიო ბერლუსკონი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია „რაი“ იუწყება, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
მანამდე 83 წლის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ბერლუსკონის ახალი კორონავირუსული ინფექცია 2 სექტემბერს დაუდასტურდა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.