სიირტის პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმის შედეგად ხუთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
თურქეთის სიირტის პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმის შედეგად ხუთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შვიდმა სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ თავდასხმა სამხედრო ბაზაზე განახორციელა.
თურქეთსა და „ქურთისტანის მუშთა პარტიას“ შორის სამხედრო დაპირისპირება 2015 წელს განახლდა.