ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა, რის გამოც, ყველა ფრენა დროებით გადაიდო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩავარდა.
თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. გატაცების მიზეზი უცნობია. თვითმფრინავის არასანქცირებული აფრენის შემდეგ, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გატაცებული თვითმფრინავის შესაჩერებლად ორი ავიაგამანადგურებელი გაუშვეს.
მოგვიანებით, სამართალდამცველებზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემა Seattle Times დაწერა, რომ თვითმფრინავის გატაცება ტერორისტულ აქტთან კავშირში არ ყოფილა.