რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა კატასტროფა განიცადა
რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა კატასტროფა განიცადა

რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა კატასტროფა განიცადა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ცნობით, თვითმფრინავი აეროდრომიდან აფრენისას, გეგმური ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიფრინავს ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი.