„სიენენზე“ 14 სექტემბერს საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გავა [ვიდეო]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში „სიენენის“ (CNN) საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა.

რეპორტაჟი „სიენენზე“ 14 სექტემბერს გადაიცემა. ანონსი კი, ყოველდღიურად ტრიალებს.

Destination Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილია 14 მილიონიანი აუდიტორიით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „სიენენის“ პლატფორმაზე საქართველოს გვერდი Discover Georgia დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

სიენენზე“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია „სიენენზე“ წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულის, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. სარეკლამო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. საქართველოს შესახებ რამდენიმე საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს „სიენენი“ თემატურ კვირეულს მიუძღვნის. რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც „სიენენის“ წამყვანები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.