„სიენენის“ წინასწარი პროგნოზით, დონალდ ტრამპი - დასავლეთ ვირჯინიის შტატში, კამალა ჰარისი კი ვერმონტში გაიმარჯვებს, ამ მონაცემებით ტრამპს საარჩევნო კოლეგიის - 23, ხოლო ჰარისს სამი ხმა აქვს
„სიენენის“ წინასწარი პროგნოზით, დონალდ ტრამპი დასავლეთ ვირჯინიის შტატში გაიმარჯვებს. ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს „ეიბისი“ ნიუსიც“.
„სიენენის“ პროგნოზით, ტრამპი ამ დროისთვის ასევე გაიმარჯვებს კენტუკისა და ინდიანას შტატებში.
„სიენენის“ პროგნოზითვე, კამალა ჰარისი გაიმარჯვებს ვერმონტში.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ტრამპს აქვს საარჩევნო კოლეგიის 23 ხმა, ხოლო ჰარისს – სამი.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმის მიღება.
წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ასევე ლიდერობს ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინაში, ოჰაიოში და მერყევ შტატ ჯორჯიაში, ხოლო ჰარისი – ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და ნიუ ჰემფშირში.