„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მერყევი ოთხი შტატიდან სამში კამალა ჰარისი ლიდერობს
„სიენენის“ წინასწარი პროგნოზით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს ფლორიდის, ალაბამას, ტენესის, ოკლაჰომას, მისურის შტატებში.
ამასთან, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა პროგნოზი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს დასავლეთ ვირჯინიის, კენტუკისა და ინდიანას შტატებში.
რაც შეეხება კამალ ჰარისს, „სიენენის“ პროგნოზით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს მერილენდში, მასაჩუსეტსში, კოლუმბიის ოლქსა და ვერმონტში.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ტრამპს აქვს საარჩევნო კოლეგიის 90 ხმა, ხოლო ჰარისს – 27. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმის მიღება.
რაც შეეხება მერყევ შტატებს, „სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატში ლიდერობს ტრამპი, სადაც დათვლილია ხმების 37%. მას აქვს 56,5%, ხოლო ჰარისს – 43%.
დანარჩენ სამ შტატში კი კამალა ჰარისი ლიდერობს. ჩრდილოეთ კაროლინაში ჰარისს – 51,9%, ტრამპს კი 46,7% აქვს. დათვლილია ხმების 9%. მიჩიგანში დათვლილია ხმების 2%. კამალა ჰარისს აქვს 71,9%, ხოლო ტრამპს – 33.1%. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 7%. ჰარისი ლიდერობს 72,9%-ით, ტრამპს აქვს – 26%.