„სიენენის“ ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში, აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა
„სიენენის“ ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში, აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა

ჯორჯიის შტატში, აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის პროგნოზით, დემოკრატმა კანდიდატმა ჯონ ოსოფმა რესპუბლიკელი კანდიდატი დევიდ პედრიუ დაამარცხა.

„სიენენის“ ცნობით, ჯონ ოსოფის გამარჯვება ნიშნავს, რომ დემოკრატები სენატზე კონტროლს დაამყარებენ და შესაბამისად, დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს.

მანამდე კი, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დემოკრატების წარმომადგენელმა, რაფაელ ვორნოკმა რესპუბლიკელი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდა.

ოსოფის გამარჯვების შემდეგ, სენატში ხმები გაყოფილია. გადამწყვეტი ხმა აშშ-ის არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ექნება, რომელიც ასევე დემოკრატია.