„სიენენის“ ინფორმაციით, ირანი რუსეთში დაახლოებით 1 000 ერთეული იარაღის, მათ შორის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გაგზავნისთვის ემზადება
„სიენენის“ ინფორმაციით, ირანი რუსეთში დაახლოებით 1 000 ერთეული იარაღის, მათ შორის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გაგზავნისთვის ემზადება

„სიენენის“ ცნობით, ირანი რუსეთში დაახლოებით 1 000 ერთეული იარაღის, მათ შორის „მიწა-მიწა“ ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გაგზავნისთვის ემზადება.

ტელეკომპანია ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, ირანიდან გაგზავნილ შეიარაღებას რუსეთი წლის ბოლომდე მიიღებს.

„სიენენი“ ასევე იუწყება, რომ ირანი უკვე ნოემბერში გააგზავნის რუსეთში 200 საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დრონების ჩატანა კასპიის ზღვის გავლით ასტრახანის პორტში იგეგმება.

„სიენენის“ ინფორმაციით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი შეიარაღების ბოლო პარტია 450 უპილოტო საფრენ აპარატს მოიცავდა, რომელთა დიდი ნაწილიც რუსებმა უკრაინაში უკვე გამოიყენეს.