„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

სიენენისცნობით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. რეპორტიორების ცნობით, დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

მომხდარის გამო კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, შეწყდა.